ბიგელისებური ანუ რკალოვანი პროთეზი (მარტივი და რთული)
ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც ხიდისებური მოუხსნელი კონსტრუქციით ვერ ხერხდება პროთეზირება. მოსახსნელი პროთეზები საყრდენ კბილებზე ფიქსირდება საფიქსაციო საშუალებებით (კლამერები, ტელესკოპური გვირგვინები, ატაჩმენები ანუ საკეტოვანი სისტემები).ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები ღეწვით ფუნქციას აღადგენენ დაახლოებით 50% ით.
მთლიანი მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება კბილების სრული დაკარგვის შემთხვევაში.