მედი-დენტ+

მთავარი 3D-ტური პერსონალი გალერეა კონტაქტი

მომსახურება

თერაპია
ორთოპედია
ორთოდონტია
იმპლანტაცია
პარადონტოლოგია
ქირურგია
ბავშვთა სტომატოლოგია
ესთეტიკური სტომატოლოგია
დაზღვევა

იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს უალტერნატივო მეთოდს დანაკლისი კბილების აღსადგენად. დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზედაც შემდგომში ფიქსირდება გვირგვინი ანუ ხელოვნური კბილი. იმპლანტები დამზადებულია ტიტანის შენადნობისგან, რომელიც ეხორცება ძვალს (ინტეგრირდება). იგი აბსოლუტურად ინერტულია და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ორგანიზმისთვის. ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით. დენტალური იმპლანტებით შეიძლება აღდგეს როგორც ერთეული კბილის, ასევე ორი ან მეტ კბილის დანაკლისი. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრული უკბილობის დროს ყბა-კბილთა სისტემის ესთეტიკური და ფუნქციური რებილიტაციისათვის. იმპლანტზე შეიძლება დამაგრდეს, როგორც ერთეული გვირგვინი, ასევე ხიდი ან პროტეზი. იმპლანტაციის დაგეგმვა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, შესაძლოა გამოვიყენოთ ქირურგიული გაიდი ( შაბლონი) რაც საშუალებას გვაძლევს განაკვეთის გარეშე და მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს ოპერაცია.