ორთოპედიული სტომატოლოგია კლინიკური სტომატოლოგიის ერთ ერთი განხრაა, რომელიც ემსახურება დანაკლისი კბილების აღდგენას და ღეჭვითი ფუნქციის დარეგულირებას, ასევე ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციების გამოსწორებას. კბილი ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ორგანოს, რომელიც თვითაღდგენას არ ექვემდებარება. ზუსტად აქ გვესაჭიროება ექიმი ორთოპედი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგენს სამუშაო გეგმას, ატარებს მთელ რიგ კვლევებს და ახდენს დანაკლისი კბილის ჩანაცვლებას ახლით.
ორთოპედიული სტომატოლოგიის სპეციფიკას წარმოადგენს მუშაობა სატექნიკო ლაბორატორიასთან ერთად. ყველა ორთოპედიული კონსტრუქცია იქმნება ექიმი ორთოპედის და კბილის ტექნიკოსის ერთიანი შრომის საფუძველზე.
ორთოპედიული სტომატოლოგია გარდა კბილების დანაკლისის აღდგენისა ემსახურება ადამიანის ვიზუალური მხარის სრულყოფას. ლამაზი ღიმილი აბედნიერებს ადამიანს და ზრდის თვითშეფასებას.
ორთოპედიულ სტოამტოლოგიაში ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები და კონსტრუქციები. არსებობს მოუხსნელი, ნაწილობრივ მოსახსნელი და სრულად მოსახსნელი პროთეზები.