მედი-დენტ+

მთავარი 3D-ტური პერსონალი გალერეა კონტაქტი

მომსახურება

უკან
ორთოპედიული სტომატოლოგია
მოუხსნელი პროტეზები:
ნაწილობრივ მოსახსენელი პროტეზები
დენტალურ იმპლანტებზე პროთეზირება


დენტალურ იმპლანტებზე პროთეზირება

დენტალურ იმპლანტებზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ,როგორც მოუხსნელი ასავე მოსახსნელი პროთეზები. იმპლანტებზე გვირგვინები ფიქსირდება აბტმენტებზე ანუ სუპრასტუქტურაზე , რომელიც ემაგრება იმპლანტის სხეულს. იმპლანტზე დაფიქსირებული გვირგვინი შეიძლება იყოს მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული და ფაიფურის. ფიქსაციის მიხედვით შეიძლება იყოს ცემენტირებადი და ჭანჭიკოვანი ფიქსაციის. ყველაერი 4 ზე ან ყველაერი 6 ზე (All on 4, All on 6 ) წარმოადგენს მოსახსნელ კონსტრუქციას , რომელიც დაფიქსირებულია 4 ან 6 იმპალნტს შორის დაკავშირებულ ძელზე საკეტოვანი სისტემით, რომელის ანალოგი ღრუ მოთავსებულია მოსახსნელ პროთეზში. ამ ტიპის მოსახსნელი პროთეზირება იმპლანტებზე კომფორტულია, იდეალურია სრულფასოვანი ჰიგიენის შესანარჩუნებლად და იმპლანტების რევიზიის მიზნით იდეალურ სამუშაოს წარმოადგენს. ძირითადად გამოიყენება ატროფირებული ალვეოლური მორჩის შემთხვევაში, როდესაც თავს ვარიდებთ ამა თუ იმ მიზეზების გამო დამატებითი ძვლის შესაქმნელად სხვადასხვა ქირურგიულ მანიპულაციებს.