მედი-დენტ+

მთავარი 3D-ტური პერსონალი გალერეა კონტაქტი

ჩვენ შესახებ

კლინიკაში ყოველწლიურად ხორციელდება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სემინარებსა და საერთაშორისო კომფერენციებში მონაწილეობით. ინერგება ახალი ტექნოლოგიები და უახლესი მკურნალობის მეთოდები. გთავაზობთ ყველა ტიპის სტომატოლოგიურ მომსახურებას: თერაპია, ორთოპედია, ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია, დენტალური იმპლანტოლოგია, ორთოდონტია. 2007 წლიდან წარმატებულად ტარდება დენტალური იმპლანტაციის ოპერაციები. იმპლანტოლოგი მარიკა კუბლაშვილი მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ითვალისწინებს მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდიკას. დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული ნავიგაციური შაბლონების გამოყენებით ერთ ერთ სიახლეს წარმოადგენს. კლინიკაში ბავშვებს დახვდებათ თბილი და კომფორტული გარემო. ხორციელდება კბილების გათეთრება უახლესი მეთოდით ზუმის აპარატის გამოყენებით, მორყეული კბილების შინირება მინა-ბოჭკოს ლენტის საშუალებით, კბილების მხატვრული რესტავრაცია უახლესი სხივგამყარებადი ჰელიო კომპოზიტებით, ვინირება , როგორც თერაპიული ასევე ორთოპედიული პრესკერამიკული მასალის გამოყენებით. ერთეული დანაკლისი კბილის რესტავრაცია არაორთოპედიული (ალტერნატიული) მეთოდით საბჟენ-სარესტავრაციო მასალების გამოყენებით – ე.წ. ,,ადჰეზიური” (,,მერილენდის”) ხიდისებური პროთეზი. პაროდონტოლოგიური დიაგნოსტიკა Florida Probe ის საშუალებით. კლინიკაში სტომატოლოგიური იარაღები გადიან ქიმიურ დეზინფექციას, შემდგომ იფუთება ერთჯერად პაკეტებში და სტერილდება მეხუთე თაობის ავტოკლავში. მაღალი დონის სტერილიზაცია უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. .

კლინიკის ისტორია

კლინიკაში დენტალურ იმპლანტაციას მისი ისტორია აქვს. კლინიკის დამფუძნებლის მამა-ბატონი თამაზ დოლიძე, გახლავთ დენტალური იმპლანტაციის ფუძემდებელი საქართველოში. პირველი დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია 1986 წელს წარმატებით ჩატარდა ა.ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ იმპლანტოლოგიის და ორთოპედიის კლინიკაში. სწორედ ამ მიზეზით მედი-დენტ+ ში პროფესიონალიზმი ტრადიციაა. ამ გზას ტრადიციულად განაგრძობს მისი ქალიშვილი მედიცინის დოქტორი, ორთოპედი თამარ დოლიძე. .

თამარ დოლიძე

თამარ დოლიძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი ორთოპედი
1998 დაამთავრა თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიური ფაკულტეტი;
1998-2000 წლები ქ. მოსკოვში გაიარა ორთოპედიული სტომატოლოგიის კლინიკური ორდინატურის სრული კურსი;
2000 წელს ქ. მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (მიმართულება დენტალურ იმპლანტებზე პროთეზირება);
2001 -2005 წ ასოცირებული პროფესორი ქ.თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია;
2002 წლიდან ასოცირებული პროფესორი გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ალმა -მატერი;
2005 წლიდან დღემდე სრული პროფესორი გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ალმა -მატერი;
2005 წელს კლინიკა მედი-დენტ+ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ყავს მეუღლე და ორი შვილი.