მასტერილებელ აგენტს წარმოადგენს მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყლის ორთქლი. სტერილიზაციის რეჟიმი განისაზღვრება ორთქლის ტემპერატურით, წნევითა და ექსპოზიციის ხანგრძლივობით. ავტოკლავის რეჟიმის დადგენა ხდება მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად. მაგალითად, სტერილიზაციის რეჟიმი გრავიტაციული სტერილიზატორისათვის არის 1210C – 30 წუთი, 1 ატმოსფერო , ხოლო ვაკუუმიანი სტერილიზატორისათვის 1320C – 3-4 წუთი, 2 ატმოსფერო;
ძირითადად გამოიყენება თერმომედეგი ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოდ;
ავტოკლავში გასასტერილებელი ინსტრუმენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები ისე უნდა ჩალაგდეს, რომ ცხელი ორთქლი შეხებაში იყოს ინსტრუმენტის/სამედიცინო დანიშნულების საგნის მთელ ზედაპირთან. სასტერილიზაციო საგნებზე არ უნდა იყოს ზეთოვანი და ცხიმოვანი ლაქები. ავტოკლავის ფსკერზე ათავსებენ ლითონის ბადეს. ბადის ხვრელებს, კედლებსა და კონტეინერის თავსახურს შორის მანძილი განისაზღვრება ავტოკლავის ინსტრუქციის შესაბამისად. ავტოკლავში ჩასატვირთი საგნების მასა, ასევე, განისაზღვრება ინსტრუქციის თანახმად;
ავტოკლავიდან ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების ამოღება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გასტერილებული მასალა გაცივდება ოთახის ტემპერატურამდე და გაშრება. თუ შეხვეული გასტერილებული მასალა დარჩა სველი, მაშინ საჭიროა მისი ხელმეორედ დამუშავება. სითხეების სტერილიზაცია უნდა განხორციელდეს თერმომდგრადი მინის ჭურჭლის გამოყენებით;
მაღალი წნევის ქვეშ ორთქლით სტერილიზაციის უპირატესობაა:
საიმედოობა;
მაღალეფექტურობა;
ქსოვილებში შეღწევის კარგი უნარი;
არატოქსიურობა;
გამოიყენება სითხეების სასტერილიზაციოდ;
ორთქლით სტერილიზაციის ნაკლია:
ზოგირთი სამედიცინო საგანი ვერ უძლებს წყლის ორთქლს და მაღალ ტემპერატურას;
არ გამოიყენება ფხვნილებისა და ზეთების სასტერილიზაციოდ.
ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაცია ორთქლით, წნევის ქვეშ, მაღალ ტემპერატურაზე - სტერილიზაციის ყველაზე ეფექტური მეთოდია.