პაციენტის და ექიმის კომუნიკაცია სტომატოლოგიაში: ნდობიდან წარმატებულ მკურნალობამდე.
პაციენტის და ექიმის კომუნიკაცია სტომატოლოგიაში: ნდობიდან წარმატებულ მკურნალობამდე.
რატომ არის კომუნიკაცია მნიშვნელოვანი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.
სტომატოლოგიაში წარმატებული მკურნალობა მხოლოდ ექიმის პროფესიულ
ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე არ არის დამოკიდებული. ამ
პროცესში თანაბარი როლი ეკისრება როგორც ექიმს ასევე პაციენტს, მათ შორის
ეფექტურ და ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას.
პაციენტის ჩართულობა მკურნალობის დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია
სასურველი შედეგის მისაღწევად. ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის
მდომარეობის, მიღებული მედიკამენტების, ალერგიის და მანამდე ჩატარებული
სტომატოლოგიური პროცედურების შესახებ წარმოადგენს წარმატებული
მკურნალობის წინაპირობას.
ექიმის საუბარი, მოსმენის უნარი განაპირობებს პაციენტში ნდობის და
კეთილგანწყობის მოპოვებას. ექიმს ასევე უნდა გააჩნდეს ფსიქოლოგის უნარები,
რათა შეძლოს რთული შემთხვევების მართვა. ექიმი ვალდებულია მოუსმინოს
პაციენტს , შეაფასოს მისი ჩივილები ობიექტურად, ჩაატაროს შესაბამის
დიაგნოსტიკა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ექიმის და პაციენტის
ურთიერთობა უნდა დაეფუძნოს არა პრინციპს, არამედ ნდობას,
პროფესიონალიზმს, მტკიცებულებებს და საერთო გადაწყვეტილებებს.
ჯანსაღი კომუნიკაცია არ ნიშნავს პაციენტის ყველა მოთხოვნის
დაკმაყოფილებას. ექიმი ვალდებულია პაციენტს განუმარტოს რატომ არ არის
მისი მოთხოვნა /მოლოდინი სამედიცინო თვალსაზრისით სწორი და შესთავაზოს
უსაფრთხო და არგუმენტირებული მკურნალობის ალტერნატივა.
სტომატოლოგიაში ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხიანი და ეფექტური
მკურნალობა მხოლოდ ტექნიკურად შესრულებული პროცედურა არ არის .
პაციენტზე გავლენას ახდენს ექიმის პროფესიონალიზმი, ყურადღება,
კომუნიკაციის უნარი და ნდობა.
ნდობა იწყება მოსმენით, ხოლო წარმატებული მკურნალობა სწორი
კომუნიკაციით.
