ჩვენ შესახებ

Image

კლინიკაში ყოველწლიურად ხორციელდება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სემინარებსა და საერთაშორისო კომფერენციებში მონაწილეობით. ინერგება ახალი ტექნოლოგიები და უახლესი მკურნალობის მეთოდები. გთავაზობთ ყველა ტიპის სტომატოლოგიურ მომსახურებას: თერაპია, ორთოპედია, ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია, დენტალური იმპლანტოლოგია, ორთოდონტია. 2007 წლიდან წარმატებულად ტარდება დენტალური იმპლანტაციის ოპერაციები. იმპლანტოლოგი მარიკა კუბლაშვილი მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ითვალისწინებს მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდიკას. დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული ნავიგაციური შაბლონების გამოყენებით ერთ ერთ სიახლეს წარმოადგენს. კლინიკაში ბავშვებს დახვდებათ თბილი და კომფორტული გარემო. ხორციელდება კბილების გათეთრება უახლესი მეთოდით ზუმის აპარატის გამოყენებით, მორყეული კბილების შინირება მინა-ბოჭკოს ლენტის საშუალებით, კბილების მხატვრული რესტავრაცია უახლესი სხივგამყარებადი ჰელიო კომპოზიტებით, ვინირება , როგორც თერაპიული ასევე ორთოპედიული პრესკერამიკული მასალის გამოყენებით. ერთეული დანაკლისი კბილის რესტავრაცია არაორთოპედიული (ალტერნატიული) მეთოდით საბჟენ-სარესტავრაციო მასალების გამოყენებით – ე.წ. ,,ადჰეზიური” (,,მერილენდის”) ხიდისებური პროთეზი. პაროდონტოლოგიური დიაგნოსტიკა Florida Probe ის საშუალებით. კლინიკაში სტომატოლოგიური იარაღები გადიან ქიმიურ დეზინფექციას, შემდგომ იფუთება ერთჯერად პაკეტებში და სტერილდება მეხუთე თაობის ავტოკლავში. მაღალი დონის სტერილიზაცია უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. .

კლინიკის ისტორია

კლინიკაში დენტალურ იმპლანტაციას მისი ისტორია აქვს. კლინიკის დამფუძნებლის მამა-ბატონი თამაზ დოლიძე, გახლავთ დენტალური იმპლანტაციის ფუძემდებელი საქართველოში. პირველი დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია 1986 წელს წარმატებით ჩატარდა ა.ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ იმპლანტოლოგიის და ორთოპედიის კლინიკაში. სწორედ ამ მიზეზით მედი-დენტ+ ში პროფესიონალიზმი ტრადიციაა. ამ გზას ტრადიციულად განაგრძობს მისი ქალიშვილი მედიცინის დოქტორი, ორთოპედი თამარ დოლიძე.

Image