ორთოპედიული სტომატოლოგია

Image

ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია კლინიკური სტომატოლოგიის ერთ ერთი განხრაა, რომელიც ემსახურება დანაკლისი კბილების აღდგენას და ღეჭვითი ფუნქციის დარეგულირებას, ასევე ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციების გამოსწორებას. კბილი ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ორგანოს, რომელიც თვითაღდგენას არ ექვემდებარება. ზუსტად აქ გვესაჭიროება ექიმი ორთოპედი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგენს სამუშაო გეგმას, ატარებს მთელ რიგ კვლევებს და ახდენს დანაკლისი კბილის ჩანაცვლებას ახლით. ორთოპედიული სტომატოლოგიის სპეციფიკას წარმოადგენს მუშაობა სატექნიკო ლაბორატორიასთან ერთად. ყველა ორთოპედიული კონსტრუქცია იქმნება ექიმი ორთოპედის და კბილის ტექნიკოსის ერთიანი შრომის საფუძველზე. ორთოპედიული სტომატოლოგია გარდა კბილების დანაკლისის აღდგენისა ემსახურება ადამიანის ვიზუალური მხარის სრულყოფას. ლამაზი ღიმილი აბედნიერებს ადამიანს და ზრდის თვითშეფასებას. ორთოპედიულ სტოამტოლოგიაში ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები და კონსტრუქციები. არსებობს მოუხსნელი, ნაწილობრივ მოსახსნელი და სრულად მოსახსნელი პროთეზები.

მოუხსნელი პროთეზები

კარიესის დაბჟენისას მაღალი ესთეტიური შედეგის მისაღწევად გამოიყენება ორთოპედიული ჩანართი. კერამიკული ჩანართი მზადდება ციფრული მეთოდით. CAD/CAM აპარატის საშუალებით ხდება მისის მოდელირება და შემდგომ გამოჩარხვა. კერამიკული ჩანართი არ იცვლის ფერს და ცვეთამედეგია ბჟენთან შედარებით. ვინირები გამოიყენება კბილის ფერის, ფორმის და ესთეტიური მხარის გასაუნჯობესებლად. იგი მზადდება ფაიფურისაგან. მას გააჩნია მაღალი ესთეტიურობა და მიუხედავად იმისა, რომ ვინირი არის თხელი, კბილზე ადგეზიური ფიქსაცია უზრუნველყობს მის სიმყარეს. ვინირი კბილზე ვესტიბულურ ზედაპირზე ფიქსირდება, შესაბამისად კბილის ორალური ზედაპირი რჩება დაუმუშავებელი. ვინირის დაგეგმარებისას ვითვალისწინებთ სახის ფორმას . ამ პარამეტრების და პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება დროებითი კონსტრუქცია. პაციენტის დადებითი შეფასების შემდეგ მზადდება მუდმივი სამუშაო. ვინირება სრულდება ციფრული ტექნოლოგიით. ხელოვნური გვირგვინები გამოიყენება კბილის ანატომიური მთლიანობის აღსადგენად. არსებობს პლასტმასის, მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული, ჩამოსხმული ლითონის, ფაიფურის ხელოვნური გვირგვინები. ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად კბილის ტაკვის ხუთივე ზედაპირი პრეპარირდება. ესთეტიურად გამართლებულია პირის ღრუში არსებული კბილების შესაფერისი ფერის ხელოვნური კბილების დამზადება. მაღალი ესთეტიურობით გამოირჩევა კერამიკული და ცირკონოკერამიკული ხელოვნური გვირგვინები. მათი დამზადება შესაძლებელია როგორც ციფრული ტექნოლოგიით ასევე ჩვეულებრივად სატექნიკო ლაბორატორაში. ხიდისებური პროთეზები გამოიყენება დანაკლისი კბილების და ღეწვითი ფუნქციის აღსადგენად. ხიდისებური პროთეზის ფიქსაცია ხდება საყრდენ კბილებზე ცემენტის საშუალებით. უმეტესად გამოიყენება მეტალოკერამიკული ან ცირკონოკერამიკული ხიდისებური პროტეზები. მეტალოკერამიკა წარმოადგენს უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ კარკასს მოპირკეთებულს ფაიფურით, ხოლო ცირკონოკერამიკის კარკასი მზადდება ცირკონის დიოქსიდისაგან. ხიდისებური პროთეზის საყრდენად ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს დენტალური იმპალნტები.

გამოყოფენ შემდეგი ტიპის მოუხსნელ პროთეზებს:

  • ჩანართები
  • ვინირები
  • ხელოვნური გვირგვინები
  • ხიდესებური პროთეზები

ნაწილობრივ მოსახსენელი პროტეზები

ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც ხიდისებური მოუხსნელი კონსტრუქციით ვერ ხერხდება პროთეზირება. მოსახსნელი პროთეზები საყრდენ კბილებზე ფიქსირდება საფიქსაციო საშუალებებით (კლამერები, ტელესკოპური გვირგვინები, ატაჩმენები ანუ საკეტოვანი სისტემები).ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები ღეწვით ფუნქციას აღადგენენ დაახლოებით 50% ით. მთლიანი მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება კბილების სრული დაკარგვის შემთხვევაში.

არსებობს 2 ტიპის ნაწილობრივ მოსახსნელი პროტეზი:

  • პლასტმასის ნაწილობრივი ფირფიტოვანი მოსახსნელი პროთეზი
  • ბიგელისებური ანუ რკალოვანი პროთეზი (მარტივი და რთული)

დენტალურ იმპლანტებზე პროთეზირება

დენტალურ იმპლანტებზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ,როგორც მოუხსნელი ასავე მოსახსნელი პროთეზები. იმპლანტებზე გვირგვინები ფიქსირდება აბატმენტებზე ანუ სუპრასტუქტურაზე , რომელიც ემაგრება იმპლანტის სხეულს. იმპლანტზე ფიქსირებული გვირგვინი შეიძლება იყოს მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული და ფაიფურის. ფიქსაციის მიხედვით კონსტრუქცია შეიძლება იყოს ცემენტირებადი ან ჭანჭიკოვანი. დღესდღეისობით ინვაზიისკენ მიდის მედიცინა, სწორედ ამიტომ აქტუალურია კონსტრუქციები ყველაფერი 4 ზე ან ყველაფერი 6 ზე (All on 4, All on 6 ) . სამუშაო წარმოადგენს მოუხსნელ კონსტრუქციას , რომელიც დაფიქსირებულია 4 ან 6 იმპალნტზე ჭანჭიკებით.მისი მოხსნა შეუძლია მხოლოდ ექიმს. ასევე 4 დენტალურ იმპლანტზე შესაძლებელია მოსახსნელი კონსტრუქციის დამზადება. იმპლანტების სუპრასტრუქტურები ერთმანეთთან დაკავშირებულია ძელზე საკეტოვანი სისტემით, რომლის ანალოგი ღრუ მოთავსებულია მოსახსნელ პროთეზში. ამ ტიპის მოსახსნელი პროთეზირება იმპლანტებზე კომფორტულია, იდეალურია სრულფასოვანი ჰიგიენის შესანარჩუნებლად და იმპლანტების რევიზიის მიზნით იდეალურ სამუშაოს წარმოადგენს. ძირითადად გამოიყენება ატროფირებული ალვეოლური მორჩის შემთხვევაში, როდესაც თავს ვარიდებთ ამა თუ იმ მიზეზების გამო დამატებითი ძვლის შესაქმნელად სხვადასხვა ქირურგიულ მანიპულაციებს.