ესთეტიკური სტომატოლოგია
ესთეტიკური სტომატოლოგია
დღეს ძალიან აქტუალურია თეთრი ქათქათა ღიმილი. კბილების გათეთრება ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. გათეთრება სხვადსხვა მეთოდითაა შესაძლებელი და ამას სავარძელში გატარებული დაახლოებით 1 საათი ესაჭიროება, თუმცა პროცედურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად პირის ღრუს წინასწარი მოზადება ესაჭიროება, რაც კბილების სანაციასა და პროფესიული ჰიგიენის ჩატარებას გულისხმობს. გარდა ამისა, ესთეტიკური სტომატოლოგია მოიცავს კბილთა ფორმის, ზომის, დგომის ან ფერის კორექტირებას.
ესთეტიური სტომტოლოგია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მხატვრული რესტავრაცია, კბილების ქიმიური გათეთრება კბილის ინკრუსტაცია(დეკორირება, შემკობა) მხატვრული რესტავრაცია წარმოადგენს თერაპიული ვინირების მეთოდს კბილის ფერის, ფორმის და დგომის ანომალიების აღმოსაფხვრელად. სარესტავრაციოდ გამოიყენება მაღალი ხარისხის და ესთეტიურობის მქონე ჰელიო გამყარებადი კომპოზიციური ბჟენები. ტექნიკურად ექიმის მხრიდან საჭიროებს სპეციალურ კლინიკურ უნარებს და გამოცდილებას. მხატვრული რესტავრაციის უპერატესობას წარმოადგენს მცირე დროის მონაკვეთში ( ერთ ვიზიტში) კბილის ქსოვილის პრეპარირების გარეშე ან მინიმალური პრეპარირებით მაღალი ესთეტიური შედეგის მიღწევა. კბილის იკრუსტაცია ტექნიკა და გამოყენებული მასალები იყოფა სამ ძირითად ტიპად: სქაისები --სპეციალური თვლები , რომლებიც საბჟენი მასალების გამოყენებით ფიქსირდება კბილის სხვადასხვა ზედაპირზე ტვინკლსები--ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული პატარა ფიგურები , რომლებშიც მოთავსებულია ბრჭყვიალა თვლები. ასევე ფიქსირდება კბილის სხადასხვა ზედაპირზე ბჟენების გამოყენებით. გრილზები -მეტალის მოსახსნელი გვირგვინები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს კბილს. კბილების გათეთრება კბილების გათეთრება დღეს სერვისებს შორის ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს. ლამაზი ღიმილი არა მხოლოდ ესთეტიკაა , არამედ ზრდის ადამიანის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას. არსებობს გათეთრების ორი მეთოდი: საოფისე და სახლის პირობების. საოფისე გათეთრება ხორციელდება სტომატოლოგიურ კლინიკაში სპეციალური გელების გამოყენებით, რომლის აქტივაცია ხორციელდება სპეციალური ნათებით(ZOOM სისტემით) , შედეგის უფრო სწრაფად მისაღწევად. არსებობს გელები, რომელთაც ნათურით აქტივაცია არ სჭირდება. უფრო ეფექტური , რომ იყოს მკურნალობა სასურველია გათეთრებამდე პირის ღრუს პროფესიული ფიგიენა. სახლის პირობების გათეთრება ხდება სახლში პაციენტის მიერ. კლინიკაში მზადდება მისთვის განკუთვნილი კაპები და ასევე ეძლევა გელები. ქიმიური გათეთრების გართულებას წარმოადგენს მგრძნობელობის მომატება ტემპერატურულ გამღიზიანებელზე. მის აღმოსაფხვრელად ინიშნება რემინერალიზაციური თერაპია, რაც სრულად ალაგებს პროცესს.
